

დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგპფ) დასაფინანსებელი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იგეგმება:
უბისა-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარი);
ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, (პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 591 000 ლარი). პროექტის ფარგლებში მოეწყობა ყოფილი პიონერთა ბანაკის ორსართულიანი შენობა 80 მოსარგებლეზე, მოეწყობა ეზო, ღობე და კომუნიკაციები;
ამავე ბანაკისთვის 200 ათას ლარად იგეგმება 100 ადამიანისათვის ინვენტარის შეძენა – საწოლები, კედლის კარადები და ტუმბოები, მაგიდები და სკამები, მაცივარი, გაზის ღუმელი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორები, პროექტორი და ეკრანი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ლეიბები, გადასაფარებლები და ბალიშები;
2016 წელს განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაშია ხარაგაულის #2, მოლითის, წიფის, ღორეშის, ხევის საბავშვო ბაღებისათვის შენობების რეაბილიტაცია და ვახანის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფისათვის ოთახის მიშენება 350 ათას ლარად. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღს ესაჭიროება ფუნდამენტის გამაგრება, დრენაჟის მოწყობა და კონსტრუქციული გამაგრება. მოლითის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი შესაცვლელია, იატაკი და ღობე – შესაკეთებელი. ღორეშისა და წიფის საბავშვო ბაღების შენობებს ესაჭირობა სრული რეაბილიტაცია. ხევსა და ვახანში დამატებითი ჯგუფებისათვის საჭიროა ოთახების მიშენება;
მუნიციპალიტეტის 12 ობიექტზე გამაგრდება გზის დამცავი საყრდენი კედლები. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 140 000 ლარი;
გედსამანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე, სავარაუდოდ, განსაზღვრულია 300 000 ლარი, – გზის ზედაპირის საფარი მოეწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ბალასტით. გზის რთულ და პრობლემურ ადგილებში მოეწყობა ბეტონის საფარი.
ზვარის ახალგაზრდული ბანაკის გზის რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 101 000 ლარი – გზის ზედაპირის საფარი მოეწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ბალასტით;
2016 წელს იგეგმება ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რაზე 287 000 ლარია განსაზღვრული.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზის
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი.
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს.