

„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში 29 მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა.
მთავრობის 538-ე განკარგულების თანახმად, ამ კომპანიამ ჯამურად 60 065 მ²-ის არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მიღებისთვის, ყოველ წელს ბიუჯეტში 35 480 ლარი უნდა გადაიხადოს.
კომპანია „ტაბამ“ უძრავი ქონება „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს, – მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და შპს „ტაბას“ შორის 2024 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულებით.
კომპანია „ტაბა“ 2013 წელს არის დაფუძნებული და მის 50-50%-იანი წილებს ფლობენ: ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიები „რიკოთი ენერჯი ბი ვი“ და „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარი“. კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, რომელიც 7 წევრისგან არის დაკომპლექტებული, მათგან 6 თურქეთის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოში ამ დრომდე ქარის მხოლოდ ერთი – ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელიც 6 ტურბინისგან შედგება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.
ამავე თემაზე
ქარის ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!