

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკის გვერდზე, „მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“.
ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ გარდაცვალებამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უძღვებოდა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!