მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ეს ინფორმაცია ამ გზის მშენებელი კომპანია „New Road“-ის ინჟინერის, ბექა აღნიაშვილისგან მოვიპოვეთ. მისი ინფორმაციით, ზამთრის ნალექებიდან გამომდინარე, მშენებარე გზაზე რთული სიტუაციაა – ბევრ ადგილზე მთის ფერდები ჩამოიშალა, ზოგან მეწყრული პროცესები განვითარდა. თუმცა, გზა გავლადია და კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს. ინტენსიური სამუშაოები კი გამოამინდების შემდეგ განახლდება.

ბექა აღნიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, გზის ამ მონაკვეთზე დამატებით აშენდება საყრდენი კედლები, გადასასვლელები და სანიაღვრე არხები. ამ დამატებითი სამუშაოების პროექტი დასამტკიცებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროშია წარდგენილი.

მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 96 309 131 ლარია განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ ამ გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.