

2015 წლის 15 სექტემბერს, 13:30–16:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, მართავს სატყეო დარგის საკოორდინაციო შეხვედრას – შეთანხმება თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განხილული იქნება სატყეო დარგში არსებული მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები, რომელსაც წარადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირები; აგრეთვე განხილული იქნება კოორდინაციის კონკრეტული მექანიზმები – სახელმწიფო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის, საქართველოს რეგიონებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინებათ სატყეო პოლიტიკის განხორციელების, ტყეების მართვის, მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ერთობლივი ინიციატივები.
შეხვედრა ორგანიზებულია CENN-ის მიერ, „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი