

ახალშექმნილ „ოპოზიციის ალიანსში“ ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“. ამ საერთო გადაწყვეტილების შესახებ პარტიებმა 2 მარტს განაცხადეს.
პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ისინი გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. ამავე განცხადების მიხედვით, ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს საქართვეკლოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას, ამ გზით საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გადარჩენას.
„ოპოზიციის ალიანსი შეთანხმდა, რომ დღეს მიმდინარეობს სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის შესახებ, რომლითაც გადაწყდება, თუ „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება ქართველი ხალხი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის.
შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:
ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა:
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპოვებამდე“, – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
ნეტგაზეთის ფოტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი