

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საჯარო სკოლების კარი 146-მა პირველკლასელმა შეაღო. მთლიანად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2 238 მოსწავლე და 603 მასწავლებელია.
„ჩვენთვის დღეს ახალი წლის ტოლფასი დღეა. იწყება სწავლის, შრომის, რუდუნების ცხართვიანი მარათონი, რომელმაც დიდი გამარჯვება უნდა მოგვიტანოს,“ – ასე მიმართა სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილთ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ.
მან ისაუბრა გასული სასწავლო წლის წარმატებებზე, სკოლაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავალო გეგმებზე.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 20 პირველკლასელია.
ვალერი გოგნაძის ინფორმაციით, ბევრი სიახლეა პედაგოგების მოტივაციის გაზრდის კუთხით, – სექტემბრიდან „პროფესიული კარიერისა და წინსვლის სქემაში“ ჩაერთვება ყველა მასწავლებელი; მიმდინარე სასწავლო წელს ორჯერ გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი – სექტემბერსა და აპრილში. საბაზისო ხელფასი 50-50 ლარით, ხოლო სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის სექტემბერში – 160 ლარით, აპრილში – 320 ლარით მოიმატებს.
საზეიმო ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სწავლასა და სპორტში, სხვადასხვა აქტივობებში წარჩინებული მოსწავლეები, წარმატებული მასწავლებლები.
2015-2016 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება. გიმნაზიაში მერხს წელს 13 პირველკლასელი მიუსხდება.
ფოტოებზე: საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი