

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) დაასანქცირა ტელეკომპანია „იმედი“ და POSTV.
როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.
დაწესებული სანქციები: აქტივების გაყინვა, ტრასტული მომსახურების აკრძალვა, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქცია.
გაერთიანებული სამეფოს დასაბუთება „იმედთან“ და POSTV-სთან დაკავშირებით: „ის თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებს და ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“.
სანქციები დაწესებულია 24 თებერვალს.
შეგახსენებთ, რომ დასანქცირებამდე ცოტა ხნით ადრე იმედიდან გავიდა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც ამ ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა.
აქტივების გაყინვა, ტრასტული მომსახურების აკრძალვა, დირექტორის უფლებამოსილების დისკვალიფიკაციის სანქცია – ეს ტერმინები გულისხმობს მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც მიზნად ისახავს დასანქცირებული პირის ან კომპანიის სრულ იზოლაციას ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს სივრციდან. ეს სანქციები ვრცელდება იმ ოფშორებზეც, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სანქცია. ყველა ფულადი სახსრები და ეკონომიკური რესურსი (უძრავი ქონება, აქციები, საბანკო ანგარიშები), რომლებიც ეკუთვნის დასანქცირებულ პირს/ორგანიზაციას ან მათ მიერ კონტროლდება და იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, იყინება. დასანქცირებულ სუბიექტს აღარ აქვს წვდომა თავის ფულზე და ვერ განკარგავს თავის ქონებას ბრიტანეთში. ასევე, ნებისმიერ ბრიტანულ კომპანიას (მათ შორის ბანკებს) ან მოქალაქეს (მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში) ეკრძალება ამ პირისთვის ფულის მიცემა, მასთან ვაჭრობა ან რაიმე სახის ეკონომიკური გარიგების დადება.
ეს სანქცია მიზნად ისახავს პირის ჩამოშორებას ბიზნესის მართვისგან ბრიტანულ იურისდიქციაში. დასანქცირებულ პირს ეკრძალება იყოს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიის დირექტორი. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ბრიტანული კომპანიების მართვაში, ჩამოყალიბებაში ან პოპულარიზაციაში. თუ ის უკვე არის დირექტორი, მისი უფლებამოსილება უნდა შეწყდეს. ეს არის დარტყმა რეპუტაციაზე და ბიზნეს-გავლენაზე.
ეს სანქცია ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ პირმა ვერ შეძლოს ქონების დამალვა მესამე პირების მეშვეობით. ბრიტანულ კომპანიებს (იურისტებს, ბუღალტრებს, ფინანსურ ინსტიტუტებს) ეკრძალებათ დასანქცირებული პირისთვის „ტრასტების“ შექმნა ან არსებული ტრასტების მომსახურება. ტრასტი არის სამართლებრივი მექანიზმი, სადაც ერთი პირი მართავს ქონებას მეორის სასარგებლოდ. ამ სანქციით, დასანქცირებულ პირს ეჭრება გზა, გამოიყენოს ბრიტანული იურიდიული სერვისები თავისი ქონების ფარულად სამართავად ან სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
ბრიტანული სანქციები, თავისი იურიდიული ბუნებით, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და გლობალურია. როდესაც გაერთიანებული სამეფო აწესებს სანქციებს, ისინი ავტომატურად ვრცელდება არა მხოლოდ თავად ბრიტანეთის კუნძულებზე, არამედ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე.
სწორედ ეს ტერიტორიები წარმოადგენენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ოფშორულ ზონებს.
ყველაზე მსხვილი ოფშორული იურისდიქციები:
სანქციები მოიცავს გიბრალტარსაც, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური ჰაბია ევროპაში.
სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საექიმო ამბულატორია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული,
ერთ წელზე მეტია, ხარაგაულელი ლელა კურტანიძე თბილისში, რუსთაველის