

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 12 საბავშვო ბაღში ხვალ 500-მდე აღსაზრდელს ელიან. მათ აღზრდაზე, კვებასა და უსაფრთხოებაზე 158 თანამშრომელი იზრუნებს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაღი სრულადაა უზრუნველყოფილი სამზარეულოსა და საძინებლის ინვენტარით, სათამაშოებით, მეთოდური და საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით.
„ორი კვირის განმავლობაში გვექნება აღსაზრდელების შეჩვევის პროცესი, – ამბობს ირმა სებისკვერაძე, – პირველი ოქტომბრიდან დავიწყებთ სააღმზრდელო პროგრამით მუშაობას.“
მისივე ინფორმაციით, გაერთიანებაში შემავალი თორმეტივე საბავშვო ბაღისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებით, შეიძინეს დახურული კონტეინერები სურსათისათვის; ყველა საბავშვო ბაღში მოიწვიეს სადეზინფექციო ცენტრი „ჰიგია“ სასმელი წყლის ხარისხის შესამოწმებლად. თუ რომელიმე ბაღში წყლის ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ირმა სებისკვერაძის თქმით, გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.
„დაიქლორა საბავშვო ბაღების წყლის რეზერვუარები. ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში დამონტაჟდა გამწოვები. სამზარეულოს ფანჯრებისთვის შეიძინეს რეცხვადი ბადეები. ხუნევის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სამზარეულოს მოწესრიგება,“ – ამბობს გაერთიანების დირექტორი.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში გარემონტდა სამზარეულოს, ჭურჭლის სამრეცხაოსა და ორი ჯგუფის ოთახების სველი წერტილები, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში – სამზარეულო და დამხმარე სათავსოები, მოლითის საბავშვო ბაღში – სამზარეულო და სველი წერტილები.
ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა, – 63 ათასი ლარი, – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან საბავშვო ბაღების შემოწმების შემდეგ მოიძია. კერძოდ, 40 ათასი ლარით შეამცირა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები; 3 ათასი ლარით – სოფლის მეურნეობის დაფინანსება; 20 ათასი ლარით – სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები.
საბავშვო ბაღების ზემოთაღნიშნული პრობლემები შარშანაც იყო ცნობილი, თუმცა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში არ ასახულა. შემჭიდროებულ ვადებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შესრულების აუცილებლობამ კი სამშენებლო ორგანიზაციის ტენდერით გამოვლენისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვის შესაძლებლობა შეზღუდა.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი