

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის, გიორგი მუხურაძის, ინფორმაციით, წელს ამ ცენტრში 13 კურსი ამოქმედდება:
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ასევე ამოქმედდება მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის საკითხების შემსწავლელი წრე, ამ კურსზე სწავლა ფასიანია.
„კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია და შესაძლოა მუშაობა თებერვლიდან დაიწყოს, სხვა კურსებს მარტის პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად ავამოქმედებთ“, – ამბობს გიორგი მუხურაძე.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლა უფასოა და მსურველთა ასაკი შეუზღუდავია.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველები უნდა მიბრძანდეთ მისამართზე – სოლომონ მეფის ქ. #19, ან დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 577640400 (მანანა ტაბაშიძე).
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი, 2019 წელს, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!