

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური ქსელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერის გამო დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.
გთავაზობთ მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და განცხადებას:
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების მდგომარეობა შესწავლილია გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ, – ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაში, – სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.
აღნიშნული ლოკაციის მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
დღეის მდგომარეობით, გარემოებები არ შეცვლილა და არ არსებობს წყლის შეგუბებასთან დაკავშირებული პანიკის შექმნის საფუძველი.
სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეგუბებული წყლის მასა არ იმატებს; ხდება წყლის გამოდინება არსებული არხის მეშვეობით, ხოლო შემოსული და გამავალი წყლის მოცულობები ერთმანეთის მიმართ თანაფარდობაშია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ინფორმაციის მიღების მიზნით დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 იანვარს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ გავავრცელეთ მოქალაქის მიერ გადაღებული, სავარაუდოდ, საფრთხისშემცველი ვიდეოკადრები ღვერკი-ხემაღალის მეწყერის ზონიდან.
„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე შეაფასა ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერი შპს „გეოლოჯიქის“ გეოლოგმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული გეოლოგიური კვლევის პრეზენტაციისას, 2025 წლის 30 სექტემბერს.
ამ კვლევის მიხედვით
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!