ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2025 წლის 23 დეკემბერს 5 ტენდერი გამოაცხადა 2026 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების შესასყიდად.

სატენდერო წინადადებების მიღების ვადა, ხუთივე ტენდერში, 31 დეკემბერს დასრულდება.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ტენდერები გამოცხადებული აქვს:

1) 750 ლიტრი მცენარეული ზეთის შესაძენად – 6 000 ლარზე;

2) სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტების (15 ათასი კვერცხი, 500 კგ. მწვანილი, 100 კგ. ნიორი) შესაძენად – 18 000 ლარზე;

3) 900 კგ. ორაგულის სტეიკის შესაძენად – 19 800 ლარზე;

4) სხვადასხვა საკვები პროდუქტების (60 კგ. ხილის ჩაი, 450 კგ. შვრიის ორცხობილა, 1000 კგ. შაქარი, 400 კგ. ვერმიშელი, 600 კგ. მაკარონი, 120 კგ. კანფეტი, 200 კგ. იოდიზირებული მარილი, 5 000 კგ. დაჭრილი და შეფუთული პური, 10 კგ. „პაჭკის“ საფუარი, 2 000 ცალი ფუნთუშა) შესაძენად – 32 260 ლარზე;

5) ბოსტნეულის (400 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო, 5 000 კგ. კარტოფილი, 800 კგ. ხახვი, 300 კგ. კომბოსტო, 350 კგ. ჭარხალი, 1 400 კგ. სტაფილო, 3 000 კგ. ვაშლი, 500 კგ. ლობიო, 30 კგ. ლიმონი, 2 100 კგ. ბანანი, 400 კგ. გოგრა, 400 კგ. ბროკოლი) შესაძენად – 47 330 ლარზე.

სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია, რომ სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.

ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი