

22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ, მუნიციპალიტეტის ფარგლებში მგზავრთა ტრანსპორტირების ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირების მიზნით.
სატენდერო წინადადებების მიღების ვადა, თერთმეტივე ტენდერში, 2026 წლის 5 იანვარს დასრულდება.
1) ნადაბური-ხევი-ბორითი-უბისა-სარგვეში-ბაზალეთის გავლით ხარაგაულამდე მარშრუტზე (კვირაში 2 დღე) ტენდერი გამოცხადებულია 15 300 ლარზე;
2) ხარაგაული-ლეღვანის მარშრუტზე (კვირაში 4 დღე) ტენდერი 14 280 ლარზე გამოცხადდა;
3) სხლითი-ვანი-საღანძილე-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 2 დღე) – 8 080 ლარზე;
4) წყალაფორეთი-ბუდიანეთი-ვარძია-ხიდარი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 2 დღე) – 9 180 ლარზე;
5) ნუნისი-ჩრდილი-ზვარე-მოლითის მიმართულებით (კვირაში 3 დღე) – 12 080 ლარზე;
6) საბე-სარგვეში-ხორითი-ქროლი-ღარიხევი-ბაზალეთი-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 2 დღე) – 12 120 ლარზე;
7) ხარაგაული-საავადმყოფო-თეთრაწყარო-კიცხი-ბაზალეთი-ფარცხნალის მიმართულებით (კვირაში 7 დღე) – 21 420 ლარზე;
8) ხარაგაული-ზვარე-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 5 დღე) – 27 300 ლარზე;
9) ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვეში-ხემაღალი-ღვერკი-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 2 დღე) – 8 160 ლარზე;
10) ხარაგაული-ვახანი-ხარაგაულის მიმართულებით (კვირაში 2 დღე) – 7 070 ლარზე;
11) გედსამანია-ხუნევი-ხევი-ვერტყვიჭალა-ვერტყვილა-საქასრია-ბორითი-მაქათუბანი-უბისა-ხევი-გედსამანიის მიმართულებით (კვირაში 6 დღე) – 23 360 ლარზე.
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური