

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილიდან ხორციელდება, დასრულდა.
ამჟამად რკინიგზის ახალ მონაკვეთზე სატვირთო მატარებლები მოძრაობენ, ხოლო სამგზავრო მატარებლები, ჯერჯერობით, – ისევ ამ დრომდე მოქმედ სარკინიგზო ხაზზე.
24 დეკემბერს ქვიშხეთში რკინიგზის ახალი ხაზი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
– მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედების შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება,სატრანზიტო დრო კი მნიშვნელოვნად შემცირდება. უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ტვირთების უფრო ეფექტურ და სწრაფ გადაზიდვას შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ კი, სამგზავრო მატარებლების მსვლელობის დროს შეამცირებს.
პროექტის ფარგლებში, რომლის სრული სამშენებლო სიგრძე, გვირაბებისა და ხიდების ჩათვლით, დაახლოებით 40 კილომეტრია, ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, – მათ შორის ხაშური-ზესტაფონის, ხაშური-მოლითისა და ხარაგაული-ზესტაფონის უბნებზე.
პროექტის ფარგლებში აშენდა: 6 გვირაბი და 10 სარკინიგზო ხიდი, ასევე ჩატარდა მიწის ვაკისის მოცულობითი სამუშაოები (ზესტაფონი-ხარაგაულის უბანზე), აშენდა მოლითის, ქვიშხეთისა და ძირულას ახალი სადგურები, ქვესადგური ქვიშხეთში, მოლითის ქვესადგურს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოხდა მრუდების გასწორება, ახალი ხელოვნური ნაგებობების აგება, დაიგო ათეულობით კილომეტრი ახალი და კაპიტალურად შეკეთდა ასევე ათეულობით კილომეტრი ლიანდაგი, განახლდა ელექტრომომარაგების სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. ამ ტერიტორიის გადაკვეთას მატარებლები ყველაზე დიდ დროს ანდომებენ, მოდერნიზაციის პროექტმა კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცა.
მოდერნიზაციის შედეგად, უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პროექტის სრული ამოქმედების შემდეგ მოხდება მოძრაობის ოპტიმიზაცია, ასევე გაუქმდება სამთო რეჟიმი, რაც სატვირთო მატარებლების მსვლელობის დროს დამატებით 4 საათამდე შეამცირებს.
მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად, 10%-ით მცირდება საქართველოს რკინიგზის საექსპლუატაციო ხარჯები, 40-50 წუთით კი უღელტეხილის მონაკვეთზე სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მსვლელობის დრო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან აქამდე არსებული 47-ვაგონიანი შემადგენლობა 57 გახდება, ასევე გავზრდით მატარებლების წონას, რაც საშუალებას მოგვცემს, თითო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ.
„საქართველოს რკინიგზის“ მთავარი გამოწვევა სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებაა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი, თანამედროვე სალოკომოტივო პარკი. ეს არის რკინიგზისთვის ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ.
სატრანზიტო დროის შემცირებითა და ახალი სალოკომოტივო პარკით „საქართველოს რკინიგზა“ „შუა დერეფანში“ კიდევ უფრო მიმზიდველი და სტრატეგიული პარტნიორი გახდება.
მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერით შერჩეულმა სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ ჩაატარა. პროექტს საინჟინრო ზედამხედველობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF (ILF Consulting Engineers) და DB (Deutsche Bahn) უწევდნენ.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი რკინიგზის მშენებლობის პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილიდან ხორციელდება, დასრულდა. ამჟამად რკინიგზის ახალ მონაკვეთზე სატვირთო მატარებლები მოძრაობენ, ხოლო სამგზავრო მატარებლები, […]
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის