

ახალი ინვენტარის – წიგნების თაროებისა და სამკითხველო დარბაზისთვის სკამების შეძენის შემდეგ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ახალმოსახლეობას იზეიმებს.
ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, პირველ რიგში საჭიროა თაროები წიგნებისთვის. 27 ათასამდე წიგნია გადასატანი ახალ შენობაში. მისივე თქმით, აქვთ გამოსადეგი ინვენტარიც. აუცილებელია სამკითხველო დარბაზისთვის ასამდე სკამი.
„უახლოეს დღეებში ჩამოვწერთ ინვენტარის ზუსტ რაოდენობას და წარვადგენთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. როგორც ხელმძღვანელობა გვპირდება, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისისთვის, გადავალთ ახალ შენობაში,“ – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ამ ზაფხულზე შპს „გურომ“ 83 950 ლარად გაარემონტა ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი შენობა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი