

101 კონკურსანტი მონაწილეობდა 48 თანამდებობის დასაკავებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მორიგ ეტაპზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსის შემდეგ ვაკანტური დარჩა ხუთი თანამდებობა, კერძოდ – გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში სპეციალისტის, იურიდიულ განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობები;
ვაკანტურია ასევე წყალაფორეთის, ხევისა და ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულებში უფროსი სპეციალისტების თანამდებობები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ამ და სხვა ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი.
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს.