

საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობას წლებია, წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს.
აგვისტოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და დაფინანსებით, საქარიქედზე სპეციალისტებმა მოიძიეს წყლის დებეტი და გაკეთდა ჭაბურღილი. დამონტაჟდა 60 ტონიანი ავზი, საიდანაც წყალი უნდა განაწილდეს საქარიქედსა და იგორეთში.
ამის მიუხედავად, იგორეთისა და საქარიქედის შავიძეების უბნის მოსახლეობას წყალი მაინც არ აქვთ.
„მესამე შეხვედრაა ამ საჭირბოროტო საკითხზე მოსახლეობასთან, – აღნიშნა კიცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა უჩა ბერაძემ საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. თქვენც უნდა გვითხრათ, რაში ხედავთ გამოსავალს.“
საქარიქედის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი ყოველ მეორე დღეს აქვთ, რადგან 60 ტონიანი ავზის ავსებას ერთი დღე-ღამე სჭირდება. მათთვისაც გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი წყალი ორი სოფლისთვის. საქარიქედელები ვარაუდობენ, რომ წყალი, შესაძლოა, ზოგიერთმა ოჯახმა უყაირათოდ მოიხმარა და ავზი სწრაფად დაიცალა.
გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა ივლისიდან ოქტომბრამდე, – აღნიშნეს იგორეთელებმა, – აღარ გვჯერა, თუ ოდესმე წყალი გვექნება ზაფხულში. თუ მანქანით წავედით სხვა სოფელში ან ქალაქში, ყველგან მიგვაქვს წყლის ჭურჭელი და მოგვაქვს წყალი. იგორეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არსებული წყაროებიდან შეიძლება გაკეთდეს ისეთივე ავზი, როგორიც საქარიქედზე.
„გპირდებით, რომ უახლოეს ხანში გამოვაგზავნით სპეციალისტებს, რომლებიც მოიძიებენ წყლის დებეტს და იგორეთისთვის უნდა მოვაწყოთ ცალკე წყლის სისტემა,“ – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ.
„საქარიქედელები თანახმა არიან, რომ გაისად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი თანხა იგორეთმა მოიხმაროს წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობთ, ეს თანხა საკმარისი იქნება,“ – აღნიშნა კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა გია ჩხიკვაძემ.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი