

13-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე პოლონეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა გამოცდილების გასაცნობად მიემგზავრება.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების 16 წარმომადგენელია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი თემაზე „ტერიტორიული თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში“.
ტრენინგზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია; პოლონეთის თვითმმართველობის სისტემა; ქვეყნის ტერიტორიული დაყოფა და მისი ზეგავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელზე; ადგილობრივი ხელისუფლების, მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა; ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური რესურსი (ბიუჯეტი); ადგილობრივი და რეგიონალური მოწყობა; ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი მოვალეობები; მუნიციპალური მართვა, გარემოს დაცვა, სივრცითი განვითარება, ნარჩენების მართვა; მუნიციპალიტეტის ეკონომიკა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია ვიზიტები საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროების თანამდებობის პირებთან, ქალაქ ვარშავის თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის ვიცე პრეზიდენტთან.
პოლონეთში ვიზიტს აფინანსებს ვარშავის საჯარო ადმინისტრირების სკოლა.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“