

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში დაინტერესებულ ორგანიზაციებს იწვევს საინფორმაციო ვებინარების სესიაზე. ვებინარებზე განხილული იქნება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
📣 Erasmus+-ის შესაძლებლობები სპორტის სფეროში!
ვებინარი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერთობლივი პროექტების განხორციელებით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის, კეთილსინდისიერების (დოპინგის და სხვა დარღვევების პრევენცია) და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიმართულებით.
პროექტები ასევე მიზნად ისახავს ათლეტების დუალური კარიერის მხარდაჭერას, კარგი მმართველობის პრაქტიკის განმტკიცებას, ტოლერანტობისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას სპორტის სფეროში.
🗓 თარიღი: 17 ოქტომბერი
⏲ დრო: 11:00 – 12:00 (საქართველოს დროით)
🔉 ენა: ქართული
📊 პროექტის ბიუჯეტი: 120,000 – 400,000 ევრო
👫 სამიზნე აუდიტორია: სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები
💻 ლოკაცია: ონლაინ (Google Meet)
🔗 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/tmvGrcSTfcvBd2Xq5
ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 16 ოქტომბრის, 15:00 საათამდე.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში მოუთმენლად ელის თქვენს მონაწილეობას!
📣 Erasmus+-ის შესაძლებლობები ახალგაზრდობის სფეროში!
ვებინარზე განხილული იქნება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული ძირითადი შესაძლებლობები:
თარიღი: 17 ოქტომბერი
⏲ დრო: 12:00 – 1:00pm
🔉 ენა: ქართული
👫 სამიზნე აუდიტორია: ახალგაზრდული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები, ხელოვნების სექტორის წარმომადგენლები
💻 ლოკაცია: ონლაინ (Google Meet)
🔗 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/QdoBwBXAGgawx5kG9
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 16 ოქტომბრის, 15:00 საათამდე.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში მოუთმენლად ელის თქვენს მონაწილეობას!
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია
შობის მარხვა, კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება