
7 ოქტომბერს ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის მიზანი, მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შემტანი, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგების წარმოჩენაა.
ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლების შემოქმედება იყო წარმოდგენილი – ნახატები, ხატები, ნაქსოვები, მაკრამე, ხელნაკეთი ნივთები, თექაზე შექმნილი ნამუშევრები.
ღონისძიებაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა ნათია ტაბატაძის (წყალაფორეთის სკოლა), მარიამ ქველაძის (ნადაბურის სკოლა), მერი ღამაშიძის (წიფის სკოლა), ზეინაბ ბუაჩიძის (ხარაგაულის სკოლა-გიმნაზია), მარინე ვეფხვაძის (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა), ჟუჟუნა კალანდაძის (კიცხის სკოლა), ეკატერინე ფანჯაკიძის (ხუნევის სკოლა), მელანო ნათენაძის (ბორის სკოლა), ლელა ხელაშვილის, ირმა ყრუაშვილის (საღანძილის სკოლა), ინგა ბუხნიკაშვილის (ბაზალეთის სკოლა), რუსუდან ფოჩხუას (ღორეშის სკოლა), ლალი გელაშვილის, ნატო ცხოვრებაძის (ვერტყვიჭალის სკოლა), შორენა არსანიძის (ვაშლევის სკოლის მშობელი) ნამუშევრები.
საზეიმო ღონისძიებას ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა. მან ვრცლად ისაუბრა მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე, გაიხსენა ღვაწლმოსილი ხარაგაულელი პედაგოგები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს პედაგოგიკისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
მასწავლებლის ყველა დიდი მიღწევა და გამარჯვება მოსწავლეების წარმატებაა. საზეიმო ღონისძიებაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ტაბატაძემ და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კურტანიძემ ისაუბრეს. ორივე მათგანი ევროკავშირისგან დაფინანსებული არაერთი პროექტის მონაწილე და გამარჯვებულია. მათ თავიანთი სკოლებისთვის მცირე საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
საზეიმო ღონიძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ხარაგაულის მოსწავლეთა სახლთან არსებულმა, ბორის საჯარო სკოლაში მოქმედმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე); პედაგოგებმა – გიორგი მაქაძემ, ქრისტინე თოიძემ, მზია კუპრაძემ და დავით კვირიკაშვილმა; იუმორისტული ნომრები წარმოადგინა ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა „ჭირიმე“.
ღონისძიების ბოლოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან ხელმოწერილი მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ წარმატებული მასწავლებლები:
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაჯილდოებული პედაგოგები მუდმივად სიახლეების ძიებითა და დანერგვით, წარმატებული პროექტული სწავლებით გამოირჩევიან. მათი მოსწავლეები კი საუკეთესო შედეგებს აღწევენ – იმარჯვებენ მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ.
„მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ პედაგოგზეა დამოკიდებული, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, – აღნიშნა ღონისძიებაზე მეუფე მელქისედეკმა, – ფაქტობრივად, ოჯახზე მეტ დროს მოსწავლე სკოლაში ატარებს. მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს ჩვენი ქვეყნის საიმედო თაობების აღზრდისთვის“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ საჯარო სკოლების მასწავლებლებთან ერთად განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღების, სამუსიკო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში.
მადლობის სიგელებით დაჯილდოებული პედაგოგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა 27 ოქტომბერს თბილისში, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია.
ნინო კაპანაძე
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს
„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე აფასებს
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველოს ამბები/მთის ამბების“ რედაქტორის,
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში
7 ოქტომბერს ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის […]