

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ამ არჩევნებზე ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის მერი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მერობის ორი კანდიდატია წარდგენილი:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 35-წევრიანი იქნება. მათგან 20 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, 15 – პროპორციული სისტემით (პარტიული სიით).
საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები, შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 3051 უბნიდან არჩევნები ელექტრონული სისტემით 2284 უბანზე ჩატარდება, ხოლო ძველი, ტრადიციული წესით – 767 საარჩევნო უბანზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი 37 საარჩევნო უბნიდან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები შემდეგ უბნებში ჩატარდება:
#48.01 დაბა ხარაგაულის;
#48.02 დაბა ხარაგაულის;
#48.03 ბაზალეთის;
#48.08 ვარძიის;
#48.09 ვახანის;
#48.11 კიცხის;
#48.12 თეთრაწყაროს;
#48.13 ლაშის;
#48.14 ლეღვანის;
#48.15 მარელისის;
#48.17 მოლითის;
#48.19 ქვების;
#48.21 სარგვეშის;
#48.23 საღანძილის;
#48.26 ფარცხნალის;
#48.29 წყალაფორეთის;
#48.31 ხიდარისა და
#48.35 საქარიქედის საარჩევნო უბნებში.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ტარდება, ამომრჩეველს ერთი ბიულეტენი გადაეცემა. ეს ბიულეტენი დაყოფილი იქნება 3 სვეტად: I სვეტში მოცემული იქნება პარტიების ჩამონათვალი; II სვეტში – მაჟორიტარობის კანდიდატები; III სვეტში – მერობის კანდიდატები.
ხმის ელექტრონულად მიცემისას ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტიისა და სუბიექტის რიგითი ნომერი უნდა გააფერადოს.
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ძველი წესით ტარდება, ამომრჩეველს მიეცემა 3 ბიულეტენი – პარტიების, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების ჩამონათვალით. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტია და კანდიდატები უნდა შემოხაზოს.
ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე უნდა მივიდეს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა დაუშვებელია.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 513 818. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 18 791 ამომრჩეველი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მისაცემად 906 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
გაგაცნობთ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის,
ასევე:
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის