

სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისთვის ტანსაცმლის შესაგროვებლად ხარაგაულში საქველმოქმედო აქცია იმართება.
აქციის ინიციატორი და ორგანიზატორია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ეს ინფორმაცია რესურსცენტრის უფროსმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ საკრებულოს სხდომაზე დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა.
მისი თქმით, აქციაში ჩართვა შესაძლებელია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
სურვილის შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების