

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო – გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს დეტალური ინფორმაცია და დასვას კითხვები.
შეხვედრის მიზანია სპეციალისტთა რეკომენდაციების გაცნობა და მოსახლეობასთან ერთად შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
მერია უზრუნველყოფს, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაწყვეტილებები პროფესიონალური ანალიზისა და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს.
სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყერული პროცესების შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო – გეოლოგიური კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „გეოლოჯიქსმა“ ჩაატარა“, – ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტექნიკური ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/4gOyjq7
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი