

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადებითად შეაფასა მის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ანგარიშს, რომელიც საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა, მოქალაქეთა მხრიდან დაინტერესება არ მოჰყოლია, – საკრებულოში არც სიტყვიერი და არც წერილობითი შენიშვნა არ შესულა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, ანგარიშიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ანგარიშში „აბსურდული ბრალდებებია გამგეობის მიმართ.“ მისივე თქმით, მან არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ საბიუჯეტო მიმართულებით საჭიროა საკრებულოს წევრთა გადამზადება და ტრენინგების ჩატარება, მაგრამ ამაოდ.
დეპუტატმა იუზა კელენჯერიძემ ხაზი გაუსვა საკრებულოს აპარატის კვალიფიციურ საქმიანობას ორგანიზაციულ საკითხებში; იური ლურსმანაშვილის თქმით, საჭიროა მეტი თვითკრიტიკა; ვარლამ თავზარაშვილის თქმით კი, – მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრაზე მეტი ზრუნვა.
საკრებულოს ანგარიშის დადებითად შეფასებას მხარი არ დაუჭირეს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ, აკაკი მაჭავარიანმა და დეპუტატმა გოგი ლაცაბიძემ პარტიიდან „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია.“
გოგი ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულო მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აკონტროლებს და არ ამოწმებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება პროექტებზე გამოყოფილი თანხები, თუმცა მან კონკრეტული ფაქტები არ დაასახელა. მისივე თქმით, ერთ პირთან მოლაპარაკება გადაიქცა ერთი და იგივე პირთან მოლაპარაკებად, მის მიერ საკრებულოში წარდგენილი წინადადებები არ გაუთვალისწინებიათ.
„საგანგაშოა, რომ არ აქვს ხალხს ინტერესი საკრებულოს საქმიანობის მიმართ. მუნიციპალტეტში უამრავი გაჭირვებულია და თუ ისინი არ გვეხმაურებიან, ეს ნიშნავს, რომ აღარ სჯერა ხალხს თქვენი,“ – აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, საკრებულო უახლოეს სხდომაზე მოისმენს ბოლო სამი წლის მანძილზე ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“