🐮🩺 2024 წლის 1 იანვრიდან კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი ამოქმედდა.

ჯილეხი საშიში ცხოველური დაავადებაა, რომელიც ცხოველებიდან და ხორცპროდუქტებიდან ადამიანზეც გადადის. მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება და შეიძლება ადამიანებისთვისაც ფატალურად დასრულდეს.
კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები:
📍 რომელთა პირუტყვიც საყურე ნიშნითაა იდენტიფიცირებული და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაშია აღრიცხული.
📍 რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში!
ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე განთავსებული ხორცისა და რძის ნაწარმის უვნებლობას.
ეს წაახალისებს ფერმერებს, რათა მათ
📍 დროულად მიმართონ ვეტერინარებს, როცა მათი პირუტყვი დაავადდება.
📍 დროულად აცნობონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) ჯილეხის შემთხვევების შესახებ.
📍 თავისი საქონელი დაარეგისტრირონ და აცრან მწვავე დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანს გადაეცემა.
აღნიშნული წესის შემოღება შესაძლებელი გახდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
🔗 წყარო: https://bit.ly/4gIEJac
სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა! შეიტანე შენი წვლილი, გააზიარე ინფორმაცია!
მეტი გაინტერსებთ?
ეწვიეთ ვებსაიტს www.momxmarebeli.ge
პოსტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).