

„გუშინ სპექტაკლის დაწყებამდე ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან და მორიდებით მეკითხება – Lei di dive é? (საიდან ბრძანდებით), – წერს სოციალურ ქსელში ქართველი საოპერო მომღერალი მამუკა ლომიძე, – მე, რა თქმა უნდა ვუპასუხე, რომ საქართველოდან ვარ.
– Anch’io (მეც) – მპასუხობს.
ისევ იგივე ვკითხე –
– anch’io – ისევ მპასუხობს..
– აბა, ქართულად დამელაპარაკე, – ვეუბნები;
და იწყებს ქართულად საუბარს.
გახარებული და ბედნიერი შემომციცინებდა თვალებში…
დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს ვკითხე – გიყვარს სიმღერა?
– კი, ძალიან!
ლუკა მელქაძე რომის ოპერის თეატრის ბავშვთა გუნდში მღერის და გუშინ ჩემთან ერთად მონაწილეობდა სპექტაკლში.
მადლობა მის მშობლებს, რომ იტალიაში დაბადებულსა და გაზრდილ შვილს ასე ბრწყინვალედ შეასწავლეს ქართული ენა.
უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ლუკას და ყოველთვის ასე ჰყვარებოდეს თავისი სამშობლო, როგორც ეს გუშინ მის მზერასა და მშობლიურ ენაზე საუბარში იგრძნობოდა! “ – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი მამუკა ლომიძე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს