27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. „აფხაზეთის ომი“ 33 წლის წინ – 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბრამდე, სოხუმის დაცემამდე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ:
- ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. კიცხი – 1993 წ. ხონი);
- არსენ ბერაძე (1964 წ. ხიდარი – 1993 წ. ოჩამჩირე) დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
- თემურ ბაბლიძე (1969 წ. ხარაგაული – 1992 წ. აფხაზეთი);
- კობა გელაშვილი (1972 წ. ნადაბური – 1993 წ. აგუძერა). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით;
- მერაბ გელაშვილი (1960 წ. ნადაბური – 1993 წ. ახალშენი);
- ზურაბ გელაშვილი (1963 წ. ხარაგაული – 1993 წ. სოხუმი);
- პაატა თაბაგარი (1971 წ. ღარიხევი – 1992 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
- მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. ღუდუმექეთი – 1993 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
- ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. თეთრაწყარო – 1993 წ. ოჩამჩირე ). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
- გელა კაპანაძე (1972 წ. ღორეშა – 1993 წ. ოჩამჩირე);
- გიორგი ლურსმანაშვილი (1971 წ. ჩხერი – 1993 წ. კინდღი). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით;
- თამაზ ლომიძე (1974 წ. ხარაგაული – 1993 წ. აფხაზეთი);
- ალეკო მდინარაძე (1972 წ. კიცხი – 1993 წ. სოხუმი);
- ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. სარგვეში – 1992 წ. ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
- როინ პავლაძე (1970 წ. ხარაგაული – 1993 წ. აფხაზეთი);
- იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. ვერტყვიჭალა – 1994 წ. აფხაზეთი);
- სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე (1974 წ. ხარაგაული – 1994 წ. აფხაზეთი);
- ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები – 1993 წ. შრომა). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით;
- გოჩა ჩადუნელი (1974 წ. ხარაგაული – 1993 წ. აფხაზეთი).
ამ გმირების სახელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის წინ აღმართულ ქვაზეა აღბეჭდილი, ხოლო ოქროს ასოებით ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.