
დღეს, 18 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა. ამ ინფორმაციას კანდიდატი სოციალური ქსელით ვრცელებს.
„ქართული ოცნების“ გუნდი ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებ ამომრჩევლებს, რამდენიმე კვირაა, ხვდება.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებს ამ შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის უფროსმა არც ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის დრო და ადგილი არ გვაცნობა.
„დღეს დაბა ხარაგაულის კინოთეატრში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისგან გავრცელებულ ინფორმაციაში, – ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რომელიც ჩვენთან ერთად მიესალმა ხარაგაულელებს.
საუბრისას მიმოვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები, მოკლედ შევეხეთ იმ მიღწევებსა და მასშტაბურ პროექტებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა ბოლო წლებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხარაგაულში უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახა.
მომავალი ოთხი წლისთვის ჩვენ უკვე გვაქვს მზად სამოქმედო გეგმა, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრა დაბა ხარაგაულის გალამაზება, მისი იერსახის განახლება და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება. ეს იქნება ნაბიჯი უფრო განვითარებული, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ხარაგაულისკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარაგაულის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადებს ნდობას, რათა მომავალში ერთად გავაგრძელოთ წარმატებული საქმეების კეთება, მშვიდობიანი, ძლიერი და განვითარებული რეგიონისთვის.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანებზე. რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ საჭიროებებს და რეალური ნაბიჯებით ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს.
დღესვე, მოსახლეობას წარვუდგინე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბესიკ კვირიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.
სწორედ ასეთ პროფესიონალ, განათლებულ და სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე დგას „ქართული ოცნების“ გუნდი.
მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ხარაგაულს!
გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ – ურყევად და უპირობოდ!“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობვა ლურსმანაშვილისგან სოციალურ ქსელში.
ხარაგაულში, დამეწყრილ ზონაში, დღეს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი,
18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების