

ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. ორგანიზაციის შეფასებით, აქციის მონაწილეთა განაჩენი უნდა გაუქმდეს.
„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძისა და სხვა პირების სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. საქართველოში აქციის მონაწილეთა უფლებები დაირღვა. მათ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა წამებას, არასათანადო მოპყრობას“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე წერილის მიხედვით, ასობით დემონსტრანტმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!