
დღეს, 2 სექტემბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსნები დაჯილდოვდნენ.
ახალგაზრდებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა რესურცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ.
კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ მედლები მათ დიდი შრომით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით დაიმსახურეს. ისინი ასევე დიდი მონდომებით აგრძელებენ სტუდენტობას და ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
მედლებით დაჯილდოვდნენ:
შოთა ვეფხვაძე (სკოლა-გიმნაზია);
ნათია კაციტაძე (სკოლა-გიმნაზია);
მარიამ მდივნიშვილი (სკოლა-გიმნაზია);
მარიამ ტაბატაძე (სკოლა-გიმნაზია);
მარიამ შავიძე (სკოლა-გიმნაზია);
თამარ ჭიპაშვილი (სკოლა-გიმნაზია);
თეონა ჭიპაშვილი (სკოლა-გიმნაზია);
ნოდარ ალავიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
ლიზი შარიქაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
ლაშა ჭყოიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
მარიამ ბუაჩიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ნიკოლოზ მეიფარიანი (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
რეზიკო კურტანიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ნინო კოვზირიძე (მარელისის საჯარო სკოლა);
ანი ნიქაბაძე (ბორის საჯარო სკოლა);
თამთა პავლაძე (ბორის საჯარო სკოლა);
გიგა მაისურაძე (ვარძიის საჯარო სკოლა);
ბაჩუკი ღონღაძე (ვარძიის საჯარო სკოლა);
სესილი ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა);
ლექსო არევაძე (ვახანის საჯარო სკოლა);
მაკა გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ნათია გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
თამარ კურტანიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ეკა ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ნათია ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
რუსუდან ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ნია ტაბატაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ლალი ღონღაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
საბა წიქარიშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა);
ნიკოლოზ ბერაძე (კიცხის საჯარო სკოლა)
ვერონიკა ჩაჩანიძე (კიცხის საჯარო სკოლა)
ნუნუ ჩაჩანიძე (კიცხის საჯარო სკოლა);
ეკატერინე ბუაჩიძე (ნადაბურის საჯარო სკოლა);
სალომე წარიაშვილი (საღანძილის საჯარო სკოლა);
ნანა გრიგალაშვილი (ხევის საჯარო სკოლა);
ლუკა ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);
მიშიკო ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა);
მარიამ ჩაჩანიძე (ხიდრის საჯარო სკოლა).
წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედლები რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ, პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელმა ნანა ცხვედაძემ გადასცეს.
მივმართავ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს,
დღეს, 2 სექტემბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსნები დაჯილდოვდნენ. ახალგაზრდებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა რესურცენტრის უფროსმა […]
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო საფრთხის შემცველი
3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
ამ წერილის ტექსტს, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს,