
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში წარმოქმნილმა მეწყერმა მდინარე ყარნება დააგუბა. ეს საფრთხეს უქმნის სარკინგზო მაგისტრალსა და ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ყარნებას კალაპოტი დღეს, 31 აგვისტოს, გაწმინდეს.
გაწმენდითი სამუშაოები რამდენად აგვაცილებს მეწყერისგან მოსალოდნელ საშიშროებას და კიდევ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამ შეკითხვებით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს მივმართეთ.
„ძალიან კარგია, რომ მდინარე ყარნებას კალაპოტის გაწმენდა დაიწყეს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ვიცი, რომ გაწმენდითი სამუშაოები გეოლოგების რჩევით მიმდინარეობს.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების რეკომენდაციებს მისხალ-მისხალ მიჰყვნენ და მეწყერის არიდების ისეთი სისტემა შეიმუშაონ, რომ პროცესები არ გამწვავდეს. ამ პროცესებზე გეოლოგების მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს.
მდინარე ყარნებას კალაპოტი მაქსიმალურად ბევრ ადგილზე უნდა გაიჭრას, რომ დაგუბებული წყალი გავიდეს.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი – მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს და მეწყერსაშიში ზონიდან ყველა გაასახლონ.
საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმებია მოსალოდნელი. ეს მეწყერი ძალიან დიდ ფართობზე გაიშლება. ამიტომ გეოლოგებისგან მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს.
ძალიან უცნაური მეწყერია და ამიტომ, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გარდა ტექტონიკური (დედამიწის შიდა სიღრმისეული ქანების გახლეჩვა) პროცესებისა, ანთროპოგენულმა ჩარევამ – რკინიგზის გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია.
თქვენ გახსოვთ, რომ სარკინიგზო გვირაბები აფეთქებებით გაჰყავდათ. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ გარემო ხარაგაულში სხვა ადგილებზეც ძალიან მნიშვნელოვანად დააზიანა.
სამწუხაროდ, არ ჩატარებულა კვლევები და არ ვიცით, რა შეცდომები დაუშვეს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის დროს, რა ზემოქმედება მოახდინა ამან გარემოზე. ეს ახალი სარკინიგზო გვირაბები დამეწყრილ სოფლებთან ძალიან ახლოსაა.
კარგი იქნება, რომ გეოლოგებმა ის გვირაბებიც ნახონ და შეისწავლონ“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.
3 სექტემბერს 11:00 საათზე,რეგიონული ჯანდაცვის
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში წარმოქმნილმა მეწყერმა მდინარე ყარნება დააგუბა. ეს საფრთხეს უქმნის სარკინგზო მაგისტრალსა და ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზას. […]
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ინფორმაციას
ევროკავშირის პრეს-სპიკერმა განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლების