

გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ბათუმსა და ფოთს ესტუმრა, სადაც შეხვდა ადგილობრივ პარტნიორებს და მოინახულა მნიშვნელოვანი პორტები და კომპანიები, რომელიც ხაზს უსვამს საქართველო-ამერიკის ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ბათუმში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია „Wondernet” ტერმინალს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიც ამერიკული კომპანია „Trammo”-ა. ასევე, იმყოფებოდა ფოთში, სადაც მოინახულა „APM Terminals” და „PACE” ტერმინალი, გაეცნო მათ საქმიანობას და მოისმინა გაფართოების სამომავლო გეგმების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს შეხვდა და მოისმინა, თუ როგორ დაეხმარა მათ მიღებული გამოცდილება და კონტაქტები საქართველოში საქმიანობისას.
ასევე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს: ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლს, რათა ადგილობრივ თემთან მათ საქმიანობას გასცნობოდა და ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!