ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული ბერიკა ებანოიძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, ESDES School of Business and Management-ში Impact Finance and Fintech Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე.

მან მოიპოვა უნივერსიტეტისგან Excellence Scholarship სწავლის ნაწილობრივ დასაფინანსებლად და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

ფინანსურ აუდიტორად მუშაობის პროცესში დაგროვებული გამოცდილების შესაბამისად, ბერიკას გაუჩნდა ინტერესი, რომ მისი ცოდნა უფრო მრავალმხრივი გამხდარიყო ფინანსებში და შეარჩია ეს სამაგისტრო პროგრამა, რაც მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება ფინანსებისთვის, ბლოკჩეინი და კრიპოტო პორტფელის მენეჯმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და სხვა.

ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძის შესახებ ამ სასიხარულო ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.