
სურსათის ეროვნული სააგენტო შინაურ კატებსა და ძაღლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას უტარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ ძაღლებისა და კატების ცოფზე ვაქცინაცია ძირულას ხეობის სოფლებში თითქმის დასრულებულია; კიცხის ზონის, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში, დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში კი აგვისტოს ბოლოდან განახლდება.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა შინაურ ძაღლსა და კატას არ აცრიან.
ავთანდილ ვეფხვაძის ინფორმაციით, აცრების დაწყებამდე უკავშირდებიან სოფლის რწმუნებულებს, რომლებიც მოსახლეობას ვეტერინარების მისვლის შესახებ ატყობინებენ. იმ კონკრეტულ დღეს თუ სახლში არავინ დახვდათ, განმეორებით მიდიან. გარდა ამისა, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ცოფზე კატისა და ძაღლის ვაქცინაციის მოთხოვნით. ერთ სოფელში რამდენიმე გამოძახების დაგროვების შემდეგ, ვეტერინარი მათ ადგილზე მიაკითხავს. ცოფზე აცრას ხარაგაულში ამჟამად ოთხი სპეციალისტი ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავთანდილ ვეფხვაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 595 22 11 50.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის