

დღეიდან, 11 აგვისტოდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობის (ID ბარათის) შეღავათიან ფასად გაცემის აქცია დაიწყო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ ეს აქცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად (30 ლარად), ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:
ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!