
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (WBW) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ორგანიზებულია მსოფლიო ალიანსის ძუძუთი კვების მოქმედების (WABA) ორგანიზებით, ძუძუთი კვების პროცესის პოპულარიზაციის, მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით. ის ყოველწლიურად 1-7 აგვისტოს აღინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და გაეროს ბავშვთა საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ფონდმა (UNICEF) 1990 წელს შეხვედრის დროს შექმნეს ინოკენტის დეკლარაცია.
ინოკენტის დეკლარაცია არის ოფიციალური განცხადება ძუძუთი კვების დაცვის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის შესახებ. ამ დოკუმენტში აღწერილია ძუძუთი კვების სარგებელი და მნიშვნელობა, ადგენს ძუძუთი კვების მიზნებს და მოცემულია ამ მიზნების მისაღწევად.
1991 წელს დააარსდა მსოფლიო ალიანსი ძუძუთი კვებისათვის, ინოკენტის დეკლარაციაში დასახული მიზნების განსახორციელებლად. ამჟამად მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს ძუძუთი კვების მსოფლიო კვირას.
ძუძუთი კვება ბავშვისთვის სიცოცხლის საწყის ეტაპზე საუკეთესო საჩუქარია. ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, იცავს ინფექციებისგან და აყალიბებს ძლიერ იმუნიტეტს.
ძუძუთი კვება ამავდროულად სასარგებლოა დედისთვისაც – ამცირებს სისხლდენას მშობიარობის შემდეგ, იცავს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან და ამყარებს დედაშვილურ კავშირს.
ძუძუთი კვება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.
მთელ მსოფლიოში ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ახალშობილების ძუძუთი კვებას. თუმცა არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ძუძუთი კვების ხელშემწყობი გარემოებების შექმნას.
ძირითად მიზეზს წარმოადგენს პოლიტიკური ნების ნაკლებობა, წაახალისოს ძუძუთი კვება. ასევე ბარიერს წარმოადგენს ინტერსექტორული კოორდინაციის არარსებობა, ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი სამედიცინო სერვისების (BFHI) არარსებობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება COVID-19 პანდემიის და სხვა კრიზისების შედეგები.
ბევრ დედას სურს ჩვილის ძუძუთი კვება, თუმცა ამისთვის ხელსაყრელი გარემო არ გააჩნია. ამ ბარიერების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც პრიორიტეტი მიენიჭება ძუძუთი კვებას და დედისა და ჩვილის ჯანმრთელობას. მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მიდგომებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ძუძუთი კვების მაჩვენებლები და პრაქტიკა. ინვესტიციები უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, რასაც ხელს შეუწყობს მულტისექტორული მიდგომები.
4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (WBW) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ორგანიზებულია მსოფლიო ალიანსის ძუძუთი კვების მოქმედების (WABA) ორგანიზებით, ძუძუთი კვების პროცესის პოპულარიზაციის, […]
გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) განაცხადა,
დღეს, 4 აგვისტოს „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი
30 ივლისს ევროკომისიამ 12 ოქტომბერი ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის