

გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) განაცხადა, რომ მას რაჭის მაღალმთიან რეგიონში მობილური ვეტერინარული კლინიკები აქვს მოწყობილი; ამ პროექტში გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორები არიან ევროკავშირი საქართველოში და ქართველ ვეტერინართა გუნდი „Mayhew Georgia“.
ვეტერინარული კლინიკები 200-ზე მეტი უსახლკარო ძაღლის ვაქცინაციას და მათი საბაზისო ჯანმრთელობის სერვისებს განახორციელებენ.
„ძაღლებზე მდგრადი ზრუნვა ნიშნავს დაავადებების და ტანჯვის შემცირებას, და უსაფრთხო გარემოს როგორც ადამიანების, ისე ძაღლებისთვის“, აღნიშულია გაეროს განვითარების პროგრამის Facebook-პოსტში. „ნამდვილი მეგობრები რეალურ ზრუნვას იმსახურებენ. ყოველთვის“.
ეს ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD). ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას მმართველობის სისტემის გაუმჯობესებით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!