

30 ივლისს ევროკომისიამ 12 ოქტომბერი ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დაწყების თარიღად დაადგინა.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) – ეს არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომლიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ. ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრულ მონაცემებს, მაგ., თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.
ახალი სისტემა აკმაყოფილებს მონაცემთა და კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას.
12 ოქტომბრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაიწყებენ შესვლა-გასვლის სისტემის (EES) თანდათანობით დანერგვას ექვსი თვის განმავლობაში. სასაზღვრო ორგანოები თანდათანობით დაარეგისტრირებენ მონაცემებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საზღვრებს კვეთენ. ამ პერიოდის ბოლოს შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!