

ამ წუთებში ხარაგაულის კინოთეატრში მიმდინარეობს საქველმოქმედო კონცერტი მომღერალ ქალთა ანსამბლის მხარდასაჭერად.
ქალთა ანსამბლის შექმნის იდეა ხარაგაულელ ქალბატონებს ხათუნა მანჯავიძესა და ირმა სხილაძეს დაებადათ. ამ იდეას მხარი დაუჭირეს და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება გაუწიეს ქეთევან გიორგაძემ და თიკო ჯანიაშვილმა. მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოიძიეს სიმღერით დაინტერესებული და სიმღერის მოყვარული ქალბატონები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებლის ხათუნა მანჯავიძის თქმით, ამ ეტაპზე სჭირდებათ გულშემატკივრები და მხარდამჭერები. ეს პროექტი ემსახურება სოფლად მცხოვრები მუსიკით დაინტერესებული ქალბატონების წარმოჩენას საზოგადოებაში და მათ წახალისებას.
ქალთა ცამეტწევრიან ანსამბლს ყოველ ხუთშაბათს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოწვეული ლოტბარი ამეცადინებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,