

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში არსებული მდგომარეობის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს დავუკავშირდით.
„მდინარე ყარნება დაგუბებული არის, მაგრამ პარალელურად წყლის გამოდინება ხდება მინიმალური ოდენობით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მცირე რაოდენობის წყალი ხელოვნურად მოწყობილი კალაპოტის საშუალებით გამოდის ძირითად კალაპოტში და მდინარე ჩხერიმელას უერთდება.
ამისთვის ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები – მდინარე ყარნებას დაგუბების დონე არის შემცირებული. პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, სარკინიგზო ხიდის ქვეშ გაღრმავდა და გაიწმინდა ტერიტორია.
სხვადასხვა უწყებებმა შევაჯერეთ პოზიციები და გადავწყვიტეთ, რომ სანამდეც ტექნიკის მისვლის საშუალებაა, გაღრმავდეს მდინარის კალაპოტი, – რკინიგზის ტერიტორიაზე რკინიგზის ტექნიკა იმუშავებს, კალაპოტის გაღრმავებაზე იმუშავებს საგზაოს ტექნიკაც.
ფერდობიდან მდინარე ყარნებაში ქვათა ცვენის პროცესი არ ჩერდება. ამის მიუხედავად, ყარნებას გამოდინების დონეს სტაბილურად ვინარჩუნებთ. დაგუბების დონე არის შემცირებული, ხოლო გამოდინების პროცესი არის შენარჩუნებული“.
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები მაისში გააქტიურდა. 23 აგვისტოს კი მეწყერმა მდინარე ყარნება შეაგუბა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ყარნებას დამეწყრილ ხეობაში დრონით გადაღებული კადრები
„მთის ამბების“ „რეპორტაჟი ხარაგაულიდან“
პოსტი სოციალურ ქსელში
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის