

28 ივნისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი გამართავს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი“.
ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „ოდეონში“ მონაწილეობა შეუძლიათ პირებს 16 წლის ასაკიდან, ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
კონკურსი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. საკონკურსო თემა კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.
კონკურსის შედეგებს შეაჯამებს ჟიური.
მონაწილეობის მსურველებმა დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 557 19 23 32.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ წელს მეთექვსმეტედ გაიმართება.

დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!