
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სამეუფეო წირვა დღეს ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ნუნისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა. სამეუფეო წირვაში ორმოცამდე სასულიერო პირი მონაწილეობდა.
მეუფე მელქისედეკმა დაუვიწყარი უწოდა ნუნისში აღვლენილი წირვას. მან მრევლს ქადაგებით მიმართა:
-როდესაც მაცხოვარი ქადაგებდა, მას დაჰყვებოდნენ მოციქულები და მოწაფეები. შემდეგ ქადაგება თავად მოციქულებმა დაიწყეს და მთელ სამყაროს აცნობდნენ ქრისტეს სჯულს. მათაც ჰყავდათ მოწაფეები, რომელთაც აკურთხებდნენ სასულიერო პირებად. ოცი საუკუნეა, ეს მადლი გადმოდის ჩვენზე უწყვეტად.
ქართველები სულიერად ისეთი ძლიერები და მტკიცენი ვიყავით, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში ვაძლიერებდით მართლმადიდებლობას, სამყაროს. ქართველი ბერები იურუსალიმში, ათონსა და ბევრ სხვა ქვეყანაში იყვნენ უმაღლესი დონის სასულიერო პირები. ეს იქედან გამომდინარეობდა, რომ საქართველოში სულიერი სიმტკიცე და ქრისტეს სჯულის მიმართ უდიდესი სიყვარული გვქონდა.
დღეს ვიმყოფებით ნუნისის კურთხეულ მონასტერში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნქტებს. წარმოიდგინეთ, რამდენი მოღვაწე მამა იქნებოდა აქ, რომ ამხელა ტაძარი სჭირდებოდათ.
ეპარქიის ყველა სასულიერო პირი იმყოფება ამ ტაძარში. მადლობა ღმერთს, რომ შევასრულეთ საღვთო ლიტურგია. ხარობენ აქ მოღვაწე მამების სულები, რომლებიც სიცხესა და სიცივეში იდგნენ მუხლებზე და უფალს შეთხოვდნენ არა მარტო თავიანთი სულების, არამედ მაშინდელი მოსახლეობის გადარჩენას.
დღესაც ჩვენ შევთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს სულიერად. ღმერთმა დალოცოს თითოეული მოძღვარი, ყველა სასულიერო პირი, მრევლი. ღმერთმა გააძლიეროს და გაამრავლოს მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ბერ-მონაზვნობა.
საქართველოს შუაგულიდან ვთხოვოთ უფალს, ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, ღმერთმა გააძlიეროს და გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო. ვიყოთ ღვთისა და მოყვასის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით.
სასულიერო პირები მზად უნდა ვიყოთ, რომ გემსახუროთ მრევლს. შენდობას გთხოვთ ყველაფრისთვის და მოგვიხსენიეთ ლოცვებში. უდიდესი ძალა აქვს ლოცვით კავშირს.
დავლოცავ ნუნისის მამათა მონასტერს და მის იღუმენს მამა პავლეს. ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად უწმინდესმა მამა პავლე დაასაჩუქრა ეკლესიაში გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთმა გაამრავლოს ბერები ამ მონასტერში. ღმერთმა დალოცვილები და დღეგრძელები გამყოფოთ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.
მეუფე მელქისედეკის კურთხევით ნუნისის მონასტერში ეპარქიის კრება გაიმართა. მეუფეს თქმით, უდიდესი მოვლენაა, რომ კრება ჩატარდა ნუნისის ტაძარში – აღმოსავლეთიდან ჩვენი ეპარქიის კარიბჭეში.
ნინო კაპანაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან