
ტურბო მიკრონ G-ის ახსენებ თუ არა, საზოგადოებაში მაშინვე ჩნდება შეკითხვა – ფეხები გაწუხებთ? ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რადგან, მედიკამენტს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანები, როგორც ხანდაზმულები, ისე ახალგაზრდები, სწორედ ქვედა კიდურების ვენური დაავადების დროს იყენებენ.
თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მედიკამენტი ტურბო მიკრონ G ასევე აქტიურად გამოიყენება ჰემოროიდული დაავადების, ანუ ბუასილის სამკურნალოდ.
რა აერთიანებთ ამ ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულ დაავადებებს და რატომ ნიშნავენ მედიკოსები ფეხის ვენური დაავადების და ბუასილის დროს ერთი და იმავე მედიკამენტს?
ვიდრე სტატიის მთავარ თემაზე, ბუასილის მკურნალობაზე გესაუბრებით, აქვე გაგაცნობთ ტურბო მიკრონ G-ის მნიშვნელობასა და დანიშნულებას.
როგორც ცნობილია, ვენური დაავადების დროს, ვენების კედელი დუნდება, ფართოვდება და ელასტიკურობას კარგავს. ტურბო მიკრონ G კი სწორედ ვენების ტონუსს ზრდის და კაპილარების რეზისტენტობას ეხმარება.
იგი ასევე ეფექტიანია ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების და შეშუპების მოსახსნელად.
ბუასილი სწორი ნაწლავის და ანუსის ქვედა ნაწილში ვენების გადიდებით გამოწვეული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავში გაზრდილი წნევა, დიარეა, ყაბზობა, ჭარბი წონა ან ბევრი სხვა მიზეზი იწვევს.
ჰემოროიდული დაავადება ორი სახის არსებობს — შიდა ბუასილი, რომელიც სწორი ნაწლავის შიგნით ვითარდება და გარე ბუასილი, ანუ ანუსის გარშემო. ორივე შემთხვევაში პაციენტი განიცდის ტკივილს და დისკომფორტს. ასევე ბუასილის სიმპტომებია სისხლდენა, ქავილი, გამაღიზიანებელი შეგრძნება და შებერილობები ანუსის გარშემო, შეშუპება ანალურ მიდამოში და ა.შ.
ამასთან, გარე ბუასილის დროს შეიძლება სისხლის შედედება წარმოიქმნას, რაც ხშირად მტკივნეულ თრომბოზირებულ ბუასილამდე მიდის.
დროთა განმავლობაში ჰემოროიდული დაავადება შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ საჭიროა დროული და ეფექტიანი მკურნალობა.
თუ აღმოაჩენთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც დაგიფიქსირდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც აუცილებლად დაგინიშნავთ ვენომატონიზირებელ საშუალებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტურბო მიკრონ ჯი პრობლემური წამლების კატეგორიას არ მიეკუთვნება და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელებში ურეცეპტოდ შეგიძლიათ, თუ თქვენ ბუასილი გაწუხებთ, მედიკამენტის მიღებას თვითნებურად ნუ გადაწყვეტთ. აქ მნიშვნელოვანია დოზები, რომელსაც, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სწორედ მედიკოსი განსაზღვრავს.
ზოგადად კი, ანოტაციის მიხედვით მწვავე ჰემოროიდული შეტევის შემთხვევაში რეკომენდებულია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში დღეში 6 ტაბლეტის მიღება. ამის შემდეგ დოზა უნდა შეამციროთ და 3 დღის განმავლობაში დალიოთ 4 აბი. წამალი აუცილებლად ჭამის შემდეგ მიიღეთ და საკმარისი ოდენობის წყალი მიაყოლოთ.
გახსოვდეთ, აუცილებელია მედიკამენტის ყოველდღე მოხმარება. მაგრამ თუ შემთხვევით დაგავიწყდათ დალევა, ეცადეთ საჭირო დოზა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ და შემდეგ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი გააგრძელეთ.
დაუშვებელია წამლის გაორმაგებული დოზის დალევა.
ვიდრე ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო მედიკამენტით თერაპიას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენება.
ტურბო მიკრონ G-ის შემადგენელი ნივთიერებები — დიოსმინი, ფლავონოიდები ან სხვა კომპონენტები ბევრ ადამიანში ჰიპერმგრძნობელობას იწვევს, ამიტომ თუ თქვენ ალერგიული ხართ, ამ მედიკამენტის მიღება არც იფიქროთ.
ბუასილის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ითვლება ორსულობა. ამ დროს ქალის მენჯის სისხლძარღვებზე იზრდება წნევა, ასევე იწყება ჰორმონალური ცვლილებები, რაც საბოლოოდ ხშირად ჰემოროიდულ დაავადებას ავითარებს. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვენურ დაავადებაზე მკურნალობა, თუმცა ჯანდაცვის წარმომადგენლები თვლიან, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტურბო მიკრონ G-ის მიღება არ არის სასურველი.
ხოლო რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, აქ მედიცინა კატეგორიულია. ძუძუთი კვების პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია.
ისევე როგორც ბავშვებში არ არის რეკომენდებული ტურბო მიკრონ G-ით მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ ბუასილი შეიძლება ამ ასაკშიც განვითარდეს. მოზარდის განსაკურნად სხვა მედიკამენტებია საჭირო და ამას ექიმი განსაზღვრავს.
ისე როგორც მედიკამენტების უმრავლესობას, ტურბო მიკრონ G-საც ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
თუ მკურნალობის პროცესში გამოგივლინდათ:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც სიმპტომებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოთ მკურნალობა, თუ შეცვალოთ მედიკამენტი.
ამასთან, არ დაგავიწყდეთ უთხრათ თქვენ მკურნალს სხვა რა სახის პრეპარატს მოიხმართ. მართალია, კვლევებით დღემდე არ გამოვლენილა ურთიერთქმედება, მაგრამ მთლიანობაში სწორი მკურნალობის დაგეგმვისთვის ამ ინფორმაციის ცოდნა სასურველია.
ტურბო მიკრონ G ჰემოროიდული დაავადების დროს ისევე ეფექტიანი მედიკამენტია, როგორც ფეხების ვენური გართულებებისას. მისი თერაპია თუ პროფილაქტიკა ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე რეკომენდებულია. მთავარია, დაიცვათ მოხმარების წესები და არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
მეტა აღწერა: ტურბო მიკრონ G ეფექტური მედიკამენტია ჰემოროიდული დაავადებისა და ბუასილის სამკურნალოდ. მიღებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის მოქმედების მექანიზმს, მიღების წესებს, უკუჩვენებებს და გვერდით მოვლენებს.
ტურბო მიკრონ G-ის ახსენებ თუ არა, საზოგადოებაში მაშინვე ჩნდება შეკითხვა – ფეხები გაწუხებთ? ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რადგან, მედიკამენტს, […]
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის