

ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების გამო დატბორილი ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ორ თვეზე მეტია, იმ ადგილზე, კულტურისა და დასვენების პარკის ჩასასვლელის მოპირდაპირედ, წყალი ამოდის – ტერიტორია დატბორილია და ქვაფენილი დახავსებული.
„ჩემი ხარაგაულისგან“ ამ პრობლემის გაშუქებას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. „ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორი ოთარ ბანცაძე ამბობს, რომ ეძებენ წყლის დაზიანებულ მილს და პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე იმოქმედებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფა არ სჭირდებათ.
ეს დატბორილი ტროტუარი სერიოზულ პრობლემას უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რადგან მათ გადაადგილება ქუჩაში უწევთ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!