

ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე, ხარაგაულის დასვენების პარკის ჩასასვლელის მოპირდაპირედ, წყალი ამოდის და ტერიტორია დატბორილია და ქვაფენილი დახავსებულია.
ეს დატბორილი ადგილი სერიოზულ პრობლემას უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რადგან მათ ტროტუარის ნაცვლად გადაადგილება ქუჩაში უწევთ. ეს კი საფრთხის შემცველია მით უფრო, რომ ამ ტერიტორიასთან ახლოს სკოლა მდებარეობს.
დავინტერესდით, რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერი, ტარიელ ავალიშვილი ამბობს, რომ ამ ადგილას სოფელ ისლარიდან მომავალი წყლის მილია დაზიანებული. ეს მათ კომპანიას არ ეკუთვნის და ამიტომ პრობლემა „ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებამ“ უნდა მოაგვაროს.
ამ გაერთიანების დირექტორი ოთარ ბანცაძე ამბობს, რომ თავის დროზე, როცა დაბა ხარაგაულში წყლის ცენტრალური მაგისტრალი იცვლებოდა, ისლარის წყლის მაგისტრალი არ გამოუცვლიათ და არც ცენტრალურ მაგისტრალზე დაუერთებიათ.
„ახლა უნდა ავყაროთ ტროტუარი, გამოვცვალოთ მილი და ისევ დავაგოთ ტროტუარი, – ამბობს ოთარ ბანცაძე, – ეს სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული და ჩვენს ორგანიზაციას ამწუთას მაგის ფული არ გვაქვს. მივმართეთ მერიას თანხის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა, ზუსტად რა თანხა დაგვჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არ ვიცი. ბევრი საქმე გვქონდა და ახლა ვმუშაობთ მაგ საკითხზე“.

სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.