

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალზე სპექტაკლებს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები წარადგენენ.
„თეატრალურ იმერეთს“ 18 ივნისს 19:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი გახსნის სპექტაკლით „იმერული რექვიემი“. 2 ივლისს ფესტივალს დახურავს ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „ცხოვრება თამაშია“?!
საერთაშორისო ფესტვალზე წელს სტუმრად იქნებიან: ლიეტუვადან – კაუნასის მუნიციპალური თეატრი (19 ივნისი), აზერბაიჯანიდან – კახის ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო თეატრი (21 ივნისი), იტალიიდან – ნაპოლის ექსპერიმენტული თეატრი (27 ივნისი). სპეციალური სტუმარია რუსთაველის ეროვნული თეატრი (29 ივნისი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 30 ივნისს 19:00 საათზე წარადგენს სპექტაკლს „მშვიდობით, თემურ“!
ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთექვსმეტედ ტარდება და მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი მასპინძლობს.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!