

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა(დირექტორი ნიკო მაჭავარიანი) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონცერტი გამართა.
ღონისძიებაზე სიმღერები და ლიტერატურული კომპოზიციები შესრულდა. ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ:
„იმერული პოპური“ შეასრულეს მოსწავლეთა სახლის დირექტორმა და მასწავლებლებმა – ნიკო მაჭავარიანმა, თორნიკე ბაკურაძემ, მაკა გელაშვილმა და მზია კუპრაძემ.
„მშობლებს, პედაგოგებსა და მთელ საზოგადოებას გვევალება, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული, განათლებული და უსაზღვროდ ბედნიერი, – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა ლალი შარაშიძემ, – გავურთხლიდეთ ბავშვებს და მათ გულწრფელ სულებს დღეს, რომ ხვალინდელი სამყარო ჯანსაღი გვქონდეს“.
კონცერტის შემდეგ ღონისძიების მონაწილე და კინოთეატრის დარბაზში მყოფი ყველა ბავშვი ნაყინით დასაჩუქრდა.
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული