

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დიზაინი იცვლება.
შესაბამისი ბრძანება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა 10 მარტს გამოსცა, ძალაში 2025 წლის 4 ივნისიდან შედის. თუმცა, ამ კონკრეტულ თარიღამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები, ძალაში ვადის გასვლამდე იქნება.
როგორი იქნება პირადობის მოწმობების ახალი დიზაინი
ბრძანების თანახმად, მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და ასევე, აღნიშნული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ამასთან, ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს:

დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!