
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს:
„სტიქიის ზიანის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა, რომ ზარალის სავარაუდო ღირებულება 500 ათასი ლარია. 16 საცხოვრებელი სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარება, ხოლო 114 საცხოვრებელ სახლს სრულად ან ნაწილობრივ სახურავი დაუზიანდა.
დაზიანებული 16 სახლის მეპატრონეების უმრავლესობა დროებითი მაცხოვრებელია და მათ ალტერნატიული საცხოვრებელი აქვთ. თუმცა, მათ აუცილებლად დავეხმარებით.
იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნდათ, მერიამ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში თანხები ერთჯერადი ფინანსური დახმარების, გადაუდებელი რეაგირების, ბინის ქირის პროგრამებიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოუყო“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
დიდთოვლობით მიყენებული ზიანის აღსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 3 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებით უზრუნველყოფს.
ფოტოზე: თოვლისგან დანგრეული ძველი საცხოვრებელი სახლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეში
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს: […]
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა