

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სამასალე ხე-ტყის მოპოვების კანონიერ უფლებას წლებია უშედეგოდ ითხოვს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში